2012-2016 წლებში მსოფლიოში 530 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ იუნესკო-ს მოხსენებაშია ნათქვამი.
უფლებადაცვითი ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ინფორმაციით, 2017 წლის 10 თვის განმავლობაში 47 ჟურნალისტია მოკლული. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
ორგანიზაციის მონაცემებით, 10-დან 9 შემთხვევაში ამ დანაშაულების ჩამდენი პირები პასუხს არ აგებენ.
გაერო-ს ინფორმაციით, 2012 წლიდან ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათოდ არაბული ქვეყნების რეგიონი ითვლება, რაც, პირველ რიგში, სირიაში, ერაყსა და იემენში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებით არის გამოწვეული.