ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა

ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა

უკრაინის შიდა კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადიციის პროცესი შეიძლება 1 წლამდე გაგრძელდეს, - ამის შესახებ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქართული მხარე ელოდება უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში წარსდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

"საქართველოს პროკურატურამ შეაგროვა და წარადგინა უკრაინის შესაბამის ორგანოებში ექსტრადიციის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი დოკუმენტი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნება მისი საქართველოში ექტრადაციის გადაწყვეტილება", - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ მეგის ქარდავას წითელი ცირკულარით, ინტერპოლით ძებნა 2013 წელს გამოაცხადა.

პროკურორის განმარტებით, თავდაპირველად, ქარდავას ძებნა სერგო თეთრაძის საქმეზე დაიწყო, შემდეგ კი დაემატა ციხის ბუნტის საქმეც.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკავეს. ექსტრადიციის შემთხვევაში მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ