რა კომენტარს აკეთებს ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის მოწმე დაკითხვის შემდეგ

რა კომენტარს აკეთებს ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის მოწმე დაკითხვის შემდეგ

ფსიქოტროპული მედიკამენტების შესახებ საუბარი შს სამინისტროს ჟურნალისტის მხრიდან წამოვიდა, მათ მკითხეს - იღებდა თუ არა ფსიქოტროპულ მედიკამენტებსო და ვუპასუხე კი-მეთქი, - ამის შესახებ ნუცუბიძის ქუჩაზე, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ნოდარ შანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შანიძე თბილისის პროკურატუირაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც მან განმარტა, გამოკითხვა შეეხებოდა არა პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტს, არამედ მომხდარ კონფლიქტს, რის გამოც პაოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ საიდან ჰქონდა ნოდარ შანიძეს ინფორმაცია, პაატა პავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაზეც ნოდარ შანიძემ განმარტა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის შესახებ 25 ოქტომბერს, ინციდენტის დღეს გაიგო, თუმცა მანამდე ჰქონდა ინფორმაცია რომ პავლიაშვილი წამლებს იღებდა.

"მე სიტყვა "ფსიქოტროპული" გავიგე 25 ოქტომერს, რას გადაეკიდეთ ამ წამლებს, ხანდახან მეც ვსვამ წამლებს-ხოლმე. როდესაც შსს-ს მივეცი ინტერვიუ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, ისინი მეკითხებოდნენ, შემდეგ ჩართავდნენ კამერას, სადაც ვპასუხობდი. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე მათ მკითხეს, ეს მე კი არ მომიგონია, მათი მხრიდან წამოვიდა საუბარი, იღებდა თუ არა მედიკამენტებსო და მე ვუთხარი კი-მეთქი", - განაცხადა ნოდარ შანიძემ.

მისივე თქმით, ის რომ პაატა პავლიაშვილი იღებდა მედიკამენტებს, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე თავად პავლიაშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება დღეს პროკურატურაში მის დაკითხვას, ნოდარ შანიძემ აღნიშნა, რომ კითხვები შეეხებოდა კონფლიქტს, მასსა და კონფლიქტის მონაწილე მეორე პირს, გიორგი კოპალიანს შორის. ნოდარ შანიძემ მასზეც ისაუბრა.

"მე ჩხუბი მომივიდა გიორგი კოპალიანთან, ყველამ იცის, რომ ის ლოთია. გიორგი კოპალიანის გამო არაერთხელ მოსულა უბანში პატრული", - განაცხადა ნოდარ შანიძემ.

ნოდარ შანიძე თბილისის პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა, როგორც მან აღნიშნა, ადვოკატი, ოჯახის წევრების სურვილით აიყვანა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ