კოოპერატივმა, რომელშიც მონაკოს გემმშენბელი ფირმა Wally და ფრანგული მოდის სახლი Hermes გაერთიანდნენ, სულ ახლახან აბუ-დაბიში გამართულ იახტების გამოფენაზე სტუმრები თავიანთი ახალი გრანდიოზული პროექტით "მცურავი კუნძულით" გააოცეს.
ახალი თაობის იახტა Wally Hermes Yachts-ის ერთი მზა მოდელი, რომელმაც უკვე გაიარა შემოწმება გოტებორგში, 5,8 მეტრი სიგრძის და 38 მეტრი სიგანისაა. ამრიგად, იახტა მფლობელს მაქსიმალურად დიდ სივრცეს სთავაზობს და უფრო სახლის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ხომალდის.
იახტის უნიკალობა მის სახურავსა და კორპუსზე განთავსებული ფოტოგალვანური ელემენტებია, რომელთა საერთო ფართობი 900 კვ. მეტრია და მზიან ამინდში იახტას, დიზელის ძრავის დახმარების გარეშე, ენერგიით მთლიანად უზრუნველყოფს. ამასთან, მიმდინარეობს 200 კვ.მეტრიანი ტელესკოპური მობილური აფრის ტექნილოგიის დახვეწა, რომლის მეშვეობით ჩქარი სვლის რეჟიმში შესაძლებელი იქნება ენერგიის 30 პროცენტის დაზოგვა.
სამსართულიანი იახტის ინტერიერის კეთილმოწყობისთვის მოდის სახლმა Hermes-მა არაფერი დაიშურა.
"თითოეული ადამიანი ოცნებობს, თავისუფლების სრული განცდით იცხოვროს კუნძულზე. ჩვენი იახტა ამ ოცნების ასრულების საშუალებას იძლევა", - განაცხადა იახტის ერთ-ერთმა მწარმოებელმა ლუკა ბასანიმ.
მართლაც, იახტა Wally Hermes Yachts ოკეანეში ცხოვრების საშუალებას იძლევა, აქ ერთმანეთში შერწყმულია თავისუფლება, კომფორტი, საიმედოობა და უსაფრთხოება. ეს ყველაფერი ერთად კი, სულ რაღაც 160 მილიონ დოლარად, მწარმოებელთა აზრით, ძალიან ძვირი არ არ არის.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.