რა პირობებში მუშაობენ ქართველი მოდელები ჩინურ სამოდელო ბიზნესში - "ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ვბლოკავთ, გოგონებს კლუბებში ამუშავებენ"

რა პირობებში მუშაობენ ქართველი მოდელები ჩინურ სამოდელო ბიზნესში - "ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ვბლოკავთ, გოგონებს კლუბებში ამუშავებენ"

ახლახან შანხაიში 14 წლის რუსი მოდელი, ვლადა ძიუბა 13-საათიანი მუშაობის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მენინგიტი სახელდება, რომელიც, სავარაუდოდ, გადაქანცული ორგანიზმის იმუნურ სისტემაში ადვილად შეიჭრა. ამ ფაქტმა ბევრი დააფიქრა არასრულწლოვანი მოდელების ცხოვრების წესზე, მითუმეტეს, რომ ქართული სააგენტოებიდანაც ხვდებიან ჩვენი გოგონები ჩინურ სამოდელო ბაზარზე. რამდენად უსაფრთხოა სამოდელო კარიერა და რა პირობების სანაცვლოდ გზავნიან სააგენტოები ჩინეთში ქართველ მოდელებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით mshoblebi.ge რამდენიმე ქართულ სამოდელო სააგენტოს დაუკავშირდა.

მარიამ გიორგობიანი: სამოდელო სააგენტო "ნატალის" მთავარი მენეჯერი:

- თანამშრომლობთ თუ არა ჩინურ სამოდელო სააგენტოებთან?

- ჩვენ სააგენტოს არასდროს გაუშვია ჩინეთში მოდელები. ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ვბლოკავთ და იქ არ ვუშვებთ მოდელებს. მიზეზი არის ის, რომ გარანტია არ გვაქვს არანაირი, თუ სად ვაგზავნით სხვის შვილს, ამიტომ, რაც არ უნდა შემოგვთავაზონ, არანაირ ხელშეკრულებას ხელს არ ვაწერთ. აქვთ არასერიოზული, დაბალაანაზღაურებადი კონტრაქტები. გოგონებს კლუბებში ამუშავებენ, რასაც საქართველში არ ვთავაზობთ გოგონებს და მითუმეტეს, ასეთ პირობში საზღვარგარეთ როგორ გავუშვებთ. გოგოს რომ 1000 და 1500 დოლარად ამუშავებენ თვეში, 24 საათის განმავლობაში, ეს არის ჩვეთვის მიუღებელი.

თიკო ბეჟაშვილი: "იმიჯ ცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

- ჩვენი მოდელები კონტრაქტით მიდიან სამუშაოდ ჩინეთში და უწევთ მაქსიმუმ 4-6 საათიანი დატვირთვა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი