სიახლე აბიტურიენტებისთვის - რომელი საგნის გამოცდა გამარტივდება ეროვნულ გამოცდებზე

სიახლე აბიტურიენტებისთვის - რომელი საგნის გამოცდა გამარტივდება ეროვნულ გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს აბიტურიენტებისათვის სასიამოვნო სიახლე აქვს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მუშაობს ჯგუფი, რომ მათემატიკის გამოცდაში მარტივი დავალებების ხვედრითი წილი გაიზარდოს, შესაბამისად ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის გამოცდა გამარტივდება.

მაია მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე 2018 წლის ეროვნული გამოცდების სიახლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათემატიკის გამოცდის შედეგები სხვა საგნებთან შედარებით დაბალია.

"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როცა მცირდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც მათემატიკას ირჩევენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათემატიკა იმდენად მარტივი იქნება, რომ ვეღარ მოვახერხოთ იმის შეფასება, რისი შეფასებაც გვინდა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ  სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

2020 წელს ავარიებს ყველაზე ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა წინა წლებთან შედარებით - "მოძრაობა რომ აღდგება, ეს ციფრი ბევრად გაიზრდება"

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა