ავტორი:

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს.

„ბატონი თამაზი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს. ალბათ, შორს წაგვიყვანს ბატონი თამაზის დამსახურებების, რეგალიებისა თუ ენათმეცნიერების სფეროში დღეს უკვე მთელ მსოფლიოში კლასიკურად აღიარებული ფუნდამენტური ნაშრომების ჩამოთვლა.

ბატონი თამაზი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, უკანასკნელ წლებში კი - საპატიო პრეზიდენტი, არაერთი დასავლური წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და დოქტორი, უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და სხვა. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო თუ პრემია“, - ნათქვამია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

USAID-ი "საპარტნიორო ფონდთან" თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავებას და გაფართოებას გეგმავს

"დისტანციურ სწავლებაზე რომ არ ვყოფილიყავით, ვიცი, მომიყვებოდა ამ ამბავს..." - რას ამბობს ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას მასწავლებელი

ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ - როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ პროგრამაში ჩასართავად