რა გახდა სავალუტო ჯიხურში 33 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა სავალუტო ჯიხურში 33 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი

კოსტავას ქუჩაზე სავალუტო ჯიხურში 33 წლის ქალი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ახლობელმა შორენა ხუხუამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილს რაიმე დაზიანება არ აღენიშნება.

იგი ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სავალუტო ჯიხურზე მოხდა თავდასხმა. გარდაცვლილის ახლობლები სუიციდსაც გამორიცხავენ.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ