ხმები, რომ ზოგიერთი კლინიკა ოპერაციებში განუსაზღვრელად მაღალ ანაზღაურებას იღებს და ზოგიერთი - დაბალს, რეალობას არ შეესაბამება -სერგეენკო

ხმები, რომ ზოგიერთი კლინიკა ოპერაციებში განუსაზღვრელად მაღალ ანაზღაურებას იღებს და ზოგიერთი - დაბალს, რეალობას არ შეესაბამება -სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს ოპერაციების ფასებს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის დაწყების დღიდან უწესებს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელის თანახმადაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართვის მსურველ კლინიკებს ოპერაციების ფასებს სახელმწიფო დაუდგენს.

"საყოველთაო ჯანდაცვის დაწყების დღიდანვე - 2013 წლის თებერვლიდანვე სახელმწიფომ უკვე განსაზღვრა ეს ფასები. ის მოარული ხმები, რომელიც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო გააქტიურდა ამ ბოლო დღეებში, რომ ზოგიერთი კლინიკა რაღაც განუსაზღვრელად მაღალ ანაზღაურებას იღებს და ზოგიერთი - დაბალს, ეს რეალობას არ შეესაბამება. ერთი და იგივე სამედიცინო მომსახურებაში შეიძლება სხვადასხვა კლინიკას სხვადასხვა ფასი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ამ ფასის მიხედვით არასდროს გაგვიწევია ანაზღაურება. კერძოდ, ერთი და იგივე ქირურგიულ ოპერაციაზე ერთი კლინიკა ითხოვს 10 000-ს, ხოლო მეორე - 1 000-ს. არსებობს საერთაშორისოდ მიღებული ანაზღაურების მეთოდოლოგია და სტატისტიკური დამუშავების გზები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, როდესაც ვიღებთ გასაშუალოებულ ე.წ. მაქსიმალური სიმჭიდროვის არეალს და ანაზღაურებს ამ არეალში ვახდენთ. ამას ემატება, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს დასაბუთება თავისი რეალურად გაწეული ხარჯების შესახებ. ამ ორი ინსტრუმენტით და არა მარტო ამით ვმართავთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყოველთვის აწესებდა და ყოველთვის დააწესებს ფასებს. ეს განფასების სისტემები ჩვენს შემთხვევაში რაიმე ორიგინალური არ მოგვიგონია, არამედ ვიყენებთ იმას, რასაც მთელი მსოფლიო იყენებს. ცვლილებები, რაც ამ მხრივ განხორციელდება, მიმართული იქნება, რომ ეს სისტემა იყოს უფრო დახვეწილი, შედეგებზე ორიენტირებული, უფრო ხარისხიანი და უფრო ხარჯთეფექტური. თორემ აქამდე არ აწესებდა და აწი დაიწყებს დაწესებას- გარწმუნებთ, რომ ეს არის, არ ვიცი, საიდან მოტანილი საკითხი", - განაცხადა სერნგეენკომ.

კითხვაზე, თუ ეს უკვე არსებობს, მაშინ რას გულისხმობდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე, როდესაც ეს განცხადება გააკეთა, დავით სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ჯობს, ეს თავად აკაკი ზოიძეს ჰკითხონ.

"შემიძლია ის გითხრათ, რომ ჩვენს ანაზღაურების სისტემაში გამოიყენება მსოფლიოში არსებული ოთხი მოდელიდან ოთხივე. ამ ოთხი მოდელიდან ერთ-ერთი შეიძლება გავაუმჯობესოთ და სახელი, რომელსაც ჰქვია - გასაშუალოებული შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურება, ის შეიცვალოს ე.წ. დიაგნოზთან შეჭიდულ ჯგუფებთან, რომელსაც ქვეყნების რამდენიმე ჯგუფი იყენებს, როგორიცაა სკანდინავიური და ავსტრალიური. ახლაც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, როგორც მუშაობდნენ 2013 წელს. ისინი სულ გვიწევენ პარტნიორობას იმისთვის, რომ ანაზღაურების სისტემა უმჯობესდებოდეს. გარწმუნებთ, რომ ეს არ არის საქართველოს "ნოუ ჰაუ", ასე იქცევა უკლებლივ ყველა ქვეყანა, რომლისთვისაც ჯანდაცვა პრიორიტეტია. ყველა ცდილობს, რომ ანაზღაურების სისტემა გახადოს უფრო უკეთეს შედეგზე ორინეტირებული და ჩვენც იგივეს ვაკეთებთ", - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა უფრო დეტალურად განმარტა დღეს არსებული ანაზღაურების სისტემა და განაცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კლინიკა რა ფასს ითხოვს ამა თუ იმ ოპერაციაში.

"მას არავინ უხდის იმას, რასაც ითხოვს. არამედ ვუხდით იმას, რაც არის ლოგიკური ამა თუ იმ სერვისების მიწოდებაში და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ, როგორც უკვე აღვნიშნე, გავრცელებულ მეთოდს", - განაცხადა სერგენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ანაზღაურების სისტემა ყოველთვის საჭიროებს გაუმჯობესებას.

"მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, პირდაღებულები ვართ და კლინიკები ათასი ლარის სერვისებში ათეულობით ათას ლარს იღებენ. გარწმუნებთ, რომ ეს ასე ნამდვილად ასე არ არის", - დასძინა სერგენკომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."