საქართველო უკრაინას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო მადლობას უხდის

საქართველო უკრაინას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო მადლობას უხდის

საქართველო უკრაინას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო მადლობას უხდის. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" იუწყება, აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან კონსტანტინე გრიშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო უკრაინის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს იმ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გააკეთეს", - განაცხადა ვაშაძემ.

მინისტრის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა რეგიონში მასტაბილიზებელ როლს თამაშობს და საერთაშორისო სამართლის მხარეზე დგას.

პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, კერძოდ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგია. მან აღნიშნა, რომ არასოდეს უღიარებია იმ ქმედებების კანონიერება, რომლებიც არღვევს სახელმწიფოების მთლიანობას და საზღვრებს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?