"ქალაქგარეთ ვიყავი გასული, მეგობრებთან ერთად" - რას ამბობს გიორგი როყვა, რომელიც ორი დღე გაუჩინარებული იყო

"ქალაქგარეთ ვიყავი გასული, მეგობრებთან ერთად" - რას ამბობს გიორგი როყვა, რომელიც ორი დღე გაუჩინარებული იყო

გიორგი როყვა მისი გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფს. როგორც როყვამ ოზურგეთის რაიონული პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, ის ბოლო ორი დღის განმავლობაში მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ იმყოფებოდა. გიორგი როყვა, ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ მან, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელს მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.

ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი როყვამ აღნიშნა, რომ ის პარტია "ევროპულ საქართველოს" წარმოადგენს და ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის შტაბთან შემხებლობაში არ არის.

"ქალაქგარეთ ვიყავი გასული მეგობრებთან ერთად. გავრცელებული ინფორმაცია გატაცებასთან დაკავშირებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შველა არავისგან და არაფრისგან მჭირდებოდა. მე არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი "ევროპული საქართველოდან", ასე რომ, არც ერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი არ გახლავართ", - განაცხადა გიორგი როყვამ.

სამართალდამცავებმა ოზურგეთში ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვა დღეს, დღის მეორე ნახევარში იპოვეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."