შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 4 პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, 4 სპეცოპერაცია სოფელ ფონიჭალასა და ე.წ. გიგანტის დასახლებაში დღეს დილიდან მიმდინარეობს.
"ამ დროისთვის დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი, 2 ქალი და 2 მამაკაცი. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის 4 ნაწილით, რაც ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენას გულისხმობს. 4 ლოკაციაზე სპეცოპერაცია გრძელდება", - აცხადებენ სამინისტროში.