მამაკაცს, რომელსაც ურმით შეშა მიჰქონდა, მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა

მამაკაცს, რომელსაც ურმით შეშა მიჰქონდა, მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა

ქუთაისში, ბალახვანში ავტოავარიის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს გზაზე შეშა გადაჰქონდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

"ურმით შეშა მიჰქონდა სახლში, ამ დროს დაეჯახა მანქანა," - ამბობს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ