ჯეჯელავამ ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევა მისცა და უწყება გადააბარა

ჯეჯელავამ ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევა მისცა და უწყება გადააბარა

განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალ მინისტრს ორ მთავარ გამოწვევას უტოვებს.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების ახალ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სოფლის და უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობა, ხოლო მეორე გამოწვევას წარმოადგენს პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების ნაკლებობა.

"მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს ვუტოვებ სოფლის და უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე, მთავარ გამოწვევად ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე რაოდენობას. ეს არის ცენტრალური გამოწვევები", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების ყოფილი მინისტრი ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევასაც აძლევს.

"მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს გრძელვადიან შედეგზე. დარწმუნებული ვარ, სწორი მმართველობის თუ ყოველდღიურ რუტინაში არ ჩავვარდებით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია ჩვენი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების სისტემა და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ჯეჯელავამ დღეს ახალ მინისტრს უწყება გადააბარა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."