თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

"რუსთავი 2"-ის ინფორმაცით, თბილისის აეროპორტში ბომბს ეძებენ. ტელეკომპანიის ცნობით, ორივე ტერმინალში ევაკუაცია გამოცხადდა. მათივე ინფორმაცით, 112-ში შევიდა ზარი, რომ აეროპორტში საეჭვო ჩანთა აღმოჩნდა.

Ambebi.ge-ს ჯგუფი აეროპორტში უკვე მიდის და შეეცდება ინფორმაციის ადგილზე გადამოწმებას, მანამდე კი ჩვენ დავუკავშირდით თბილისის აეროპორტის პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ არ აქვთ უფლება დაადასტურონ ან უარყონ აეროპორტის ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ არკვევენ, არის თუ არა ნამდვილად ევაკუაცია აეროპორტში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ