ვინ იქნებიან თბილისის რაიონების გამგებლები - კახა კალაძემ კანდიდატები წარადგინა

 ვინ იქნებიან თბილისის რაიონების გამგებლები - კახა კალაძემ კანდიდატები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.

საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი - გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - დავით კერესელიძე.

თბილისის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურები საკრებულოს გადაეგზავნება. კახა კალაძემ კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.

"ეს ადამიანები გახდებიან ქალაქის მთავრობის მთავარი დასაყრდენი თბილისის რაიონებსა და უბნებში. გამგებლები და გამგეობები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს კონკრეტული რაიონების, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში. ეს სწორედ ის რგოლია, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან, მათ პრობლემებთან და შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამგებლები და გამგეობები ეფექტიანად მუშაობდნენ და წყვეტდნენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ჩვენ თბილისელებს მივეცით კონკრეტული დაპირებები, წარვუდგინეთ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც ჩვენ ერთად უნდა აღვასრულოთ. ჩემი მხრიდან მომავალ გამგებლებს გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველა წინაპირობა საქმის კეთებისთვის. თუმცა, ამავდროულად ვიქნები ძალიან მომთხოვნი და არ დავუშვებ ჩვენი მოქალაქეებისადმი და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას.

დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების მხარდაჭერით დიდ წარმატებას მივაღწევთ და ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ სიცოცხლით სავსე ქალაქის აღმშენებლობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."