სერგო რატიანი: "საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა - გოგა ონიანი"

 სერგო რატიანი: "საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა - გოგა ონიანი"

საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა - ეს პატიმარი გოგა ონიანია, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება.

"ქართულ ოცნებაში" არის რაღაც განუმეორებლად საბჭოთა, როცა ქვეყნის შენებისა და განვითარების საქმეში სრული უუნარობის კომპენსირება ძალადობითა და პოლიტიკური დევნით ხდება. საქართველოში გაჩნდა კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი და ეს პატიმარი არის გოგა ონიანი. 2012 წლიდან გოგა ონიანი იყო აქტიური პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა არა ერთ საპროტესტო აქციაში და იყო პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი, მათ შორის აქციებზე დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი. თქვენ გინდათ თქვათ, რომ სამართალის უზენაესობა განხორციელდა, როდესაც ამ საქმეში არც გამომძიებელი არ არის დაპატიმრებული და გასამართლებული, არც პროკურორი და არც ის პოლიციელები, რომლებიც საქმეში "გადიოდნენ". კარგად გესმით, თუ რანაირ სამართლის უზენაესობას აქვს ადგილი!", - განაცხადა სერგო რატიანმა.

ადვოკატი გოგა ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."