ვინ უხელმძღვანელებს თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის და პიარ სამსახურებს

 ვინ უხელმძღვანელებს თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის და პიარ სამსახურებს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. ამასთან, მერმა საზოგადოებას წარუდგინა მერიის მედიასთან ურთიერთობის და პიარ სამსახურების ხელმძღვანელები. მედიასთან ურთიერთობას სათავეში მანანა თოქმაჯიშვილი ჩაუდგება, პიარ სამსახურს კი - ეკატერინე ჯოჯუა. ორივე მათგანი კახა კალაძის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

"ამ სამსახურებში ჩვენ ვგეგმავთ გარკვეული რეფორმების განხორციელებას და შესაბამისად, უფრო წარმოდგენილი და წარმოჩენილი იქნება ისინი", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, მისი თქმით, აღნიშნული კანდიდატურები თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატებთან ერთად საკრებულოში დღესვე გადაიგზავნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი