აშშ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ რუსეთთან დიალოგს გააგრძელებს

აშშ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ რუსეთთან დიალოგს გააგრძელებს

როგორც ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფილიპ ქროულიმ განუცხადა, აშშ-ს უთანხმოება აქვს რუსეთთან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, თუმცა ვაშინგტონი ამ საკითხზე დიალოგს გააგრძლებს.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულ თემას "რუსეთთან დიალოგის ასპექტში და არა რუსეთთან ურთიერთობებში წინაღობად განიხილავს".

აშშ-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამას მოწმობს შეხვედრები, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა ევროპაში, ჟენევის მოლაპარაკებთა მე-11 რაუნდის ფორმატში გამართა.

"ჩვენ ვხედავთ რუსეთთან აქტიური დიალოგის შესაძლებლობას ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დავაჭირეთ ხელი "გადატვირთვის ღილაკს" და კმაყოფილები ვართ მიღწეული პროგრესით. ამასთან, არსებობს უთანხმოება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმე ეხება აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთს, რომელთა შესახებაც ჩვენ დიალოგს გავაგრძელებთ. ასე რომ, ეს არ არის წინაღობა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსეთთან ამიერკავკასიაში სტაბილური ვითარების შესაქმნელად", - განაცხადა ქროულიმ.

მისივე თქმით, ვაშინგტონი რუსეთს გარკვევით ეუბნება, რომ "ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს; მხარს უჭრეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს სცემს საქართველოს უფლებებს რეგიონში", - განაცხაადა ფილიპ ქროულიმ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?