გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროს ტოვებს

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროს ტოვებს

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ბარათელი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებულის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ განუცხადა, ბარათელმა სასჯელი მოიხადა და საპატიმროს დღეს დატოვებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროდან დღის განმავლობაში გათავისუფლდება.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თავდაპირველად ბარათელმა შარაძის მკვლელობა აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და ბრალს არ აღიარებდა.

შარაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გურამ შარაძე წინა ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.

იხილეთ ვიდეო: "მკვლელობა მოვიშორე, ჩემი ვიჯექი და აღარაფერი მაინტერესებს" - რას ამბობს ციხის დატოვების შემდეგ, გურამ შარაძის მკვლელობისთვის ნასამართლევი?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ