პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრები რიზვან გორნაკაშვილის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირს გამორიცხავენ

პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრები რიზვან გორნაკაშვილის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირს გამორიცხავენ

თბილისში, სპეცოპერაციისას დაკავებული რიზვან გორნაკაშვილის დაკავებას პანკისის ხეობაში, ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები გამოეხმაურნენ. ზელიმხან წუწაშვილის განცხადებით, რომელიც საბჭოს წევრი და ამავე დროს გორნაკაშვილის მეზობელია, დაკავებულს დადებითად ახასიათებს და მის კავშირს ტერორისტულ დაჯგუფებასთან გამორიცხავს.

გორნაკაშვილის ოჯახი სოფელ ომალოში ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, რიზვან გორნაკაშვილი ხეობას პერიოდულად სტუმრობდა, ბოლოს კი დაახლოებით ერთი კვირის წინ ნახეს. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ასლან ჯაბრაილოვის ბინის გაქირავება, რიზვან გორნაკაშვილის დახმარებით მოხდა, რომელიც ჟაბრაილოვის ცოლის ძმაა.

ჯაბრაილოვი პოლიციამ თავდაპირველად სოფელ დუისის, შემდეგ შემდეგ კი ახმეტის პოლიციაში დაკითა. პანკისელების ინფორმაციით, ჯაბრაილოვი ამ დროისთვის თბილისში გადაიყვანეს. რაც შეეხება რიზვან გორნაკაშვილს, ის სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ