ვახტანგ გომელაური - ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით... ყველაფერს სერიოზულად მივუდგებით

ვახტანგ გომელაური - ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით... ყველაფერს სერიოზულად მივუდგებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ხორციელდება ზარები ამა თუ იმ მუქარით.

იხილეთ ვიდეო

როგორც გომელაურმა სპეცოპერაციის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, ყველა შემოსული შეტყობინება და განხორციელებული ზარი იქნება მიბმული გამოძიებაზე და სერიოზულად შესწავლილი.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ იცოდა თუ არა გომელაურმა სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის შესახებ, რომელშიც მომხმარებელი წერდა, რომ "მომხდარის გამო მოკლული ძმებისთვის საქართველო ათასი თავით გადაიხდის".

"რა თქმა უნდა ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით. ეს ყველაფერი, შემოსული ზარი იქნება თუ "ფეისბუქზე" განხორციელებული მუქარა, ამა თუ იმ მიმართულებით, ყველაფერი იქნება ამ გამოძიებაზე მიბმული და მივუდგებით სერიოზულად. ყველა შემოსულ ზარს და sms-სს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ