ჩატარდა ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია-შსს

ჩატარდა ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტების და გამომძიებლების მიერ სასტუმრო "ლეოგრანდში" შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნიმუშების ამოღება ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ჩატარდა ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნიმუშების ამოღება ექსპერტ-კრიმინალისტების და გამომძიებლების მიერ. ჩატარდა ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოკითხვები და სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადეს შსს-ში.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ