სპეცოპერაცია ქობულეთში - პოლიციამ დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო

სპეცოპერაცია ქობულეთში - პოლიციამ დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო

ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, სადაც დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია ერთი პირი.

"ინტერპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი პირი ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში დააკავეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ