"ლეოგრანდის" წარმომადგენლები პასუხისმგებლობას არ გაურბიან- ადვოკატი

"ლეოგრანდის" წარმომადგენლები პასუხისმგებლობას არ გაურბიან- ადვოკატი

სასტუმრო "ლეოგრანდის" ადვოკატის კახა წერეთელის განმარტებით, კომპანია პასუხისმგებლობას არ გაურბის და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კახა წერეთელმა განუცხადა, სამართალდამცველებს უკვე მიეწოდა ყველა ის დოკუმენტაცია, რაც მათ კომპანიიდან გამოითხოვეს.

ადვოკატის თქმით, კომპანიის ყველა წარმომადგენელი მზადაა, რომ ნებისმიერი შეკითხვას პასუხი გასცეს.

"კომპანია პასუხისმგებლობას არ გაურბის. მინდა გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო და ბუნებრივია კომპანიაც ძალიან წუხს მომხდარის გამო. გამოძიებასთან თანამშრომლობას ვგეგმავთ. მივაწოდეთ მათ დოკუმენტაცია რაც გამოითხოვეს. კომპანია არც მატერიალურ და არც სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გაურბის. კომპანიის ყველა თანამშრომელი რჩება ადგილზე და მზად ვართ ყველა შეკითხვას გავცეთ პასუხი", - განაცხადა კახა წერეთელმა.

ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია, მოხდა თუ არა სასტუმრო "ლეოგრანდეს" ხელმძღვანელობის და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დაკითხვა. კახა წერეთელი ასევე თავს იკავებს იმაზე საუბრისგან იყო თუ არა სასტუმროში დაცული უსაფრთხოების ნორმები.

"უსაფრთხოების ნორმებზე გამიჭირდება საუბარი, შეგნებულად თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან, ვინაიდან აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და ამ შეკითხვებს უკვე გამოძიება გასცემს პასუხს", - აღნიშნა წერეთელმა.

ადვოკატი ამ ეტაპზე ასევე არ საუბრობს სასტუმროს დაჯარიმების ფაქტზე, რომელიც უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე მოხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ