ჰოლივუდში გავრცელებული ანეკდოტის მიხედვით, თუ ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ უმაკიაჟოდაა, ე. ი. BB კრემს იყენებს. ამგვარი კრემი კარდინალურად განსხვავდება უბრალო ტონალურისაგან იმით, რომ არა მარტო ნიღბავს კანის დეფექტებს, ებრძვის კიდეც მათ. ერთ პატარა ტუბს მთელი კოსმეტიკის ჩანაცვლება შეუძლია, რადგანაც BB კრემის შემდეგ აღარ არის საჭირო პრაიმერის, კონსილერის, ჰაილაიტერის, დამატენინებელი და მზისგან დამცავი კრემები - ეს ყველაფერი გაქვთ ფლაკონში, წარწერით BB კრემი.
რა არის BB კრემი
ყველაზე დიდი პოპულარობით BB კრემი აზიის ქვეყნებში სარგებლობს და მის ძირითად მწარმოებლად კორეა ითვლება, შემქმნელები კი გერმანელი კოსმეტოლოგები არიან. ამ კრემს ისინი არა ყოველდღიურად, არამედ პლასტიკური ოპერაციების შემდეგ სახის კანის აღსადგენად იყენებდნენ. აბრევიატურა „BB“ ასე იშიფრება - Blemish Balm Cream ან Blemish Base Cream. ეს არის კრემი, რომელიც ნიღბავს და ფარავს კანის ნაკლოვანებებს... განაგრძეთ კითხვა mkurnali.ge-ზე