შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, 1979 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
იხილეთ ვიდეო: ოჯახში ძალადობა კასპში - დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბავშვების თვალწინ მიაყენა