თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მლნ ლარი გამოეყოფა - რაზე დაიხარჯება ეს თანხა

თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მლნ ლარი გამოეყოფა - რაზე დაიხარჯება ეს თანხა

2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ შეხვედრას საინტერესო და მნიშვნელოვანი უწოდა და მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის.

"დაახლოებით, 60 მილიონი ლარით გაიზრდება 2018 წლის ბიუჯეტი განსახორციელებელი პროექტებისთვის და ეს არის ზოგადად, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი. ეს თანხები მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, ეს არის - მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები - როგორც მეტროსადგურების, ასევე ვაგონების განახლება, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. ჩვენ რაც გვქონდა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული, იმ კონკრეტული პროექტების განხორციელება მოხდება. ძალიან მიხარია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის იქნება განსაკუთარებულად განსხვავებული, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გაზრდის შედეგად თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, 880 მილიონ ლარამდე იქნება.

"დღეს გვქონდა ჩვენ შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განსახორციელებლად 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით, 60 მილიონი ლარით. ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დღეს შევთანხმდით იმ ტექნიკურ დეტალებზე, თუ როგორ მოხდება ამ ყველაფრის გაკეთება. თანხები მიემართება მიზნობრივად, მათ ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობსებას, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის გარემონტებას და ამასთან ერთად, განსაზღვრულია დამატებითი თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის", - განაცხადა ფინანთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."