თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი გადაწყვეტილება თავად ნიკოლეიშვილმა მიიღო და თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლეიშვილსა და თბილისის მერს შორის უთანხმოება არსებობდა, თუმცა, ამ საკითხზე მერიაში ღიად არ საუბრობენ. ნიკოლეიშვილი მუშაობას, შს სამინისტროს დაცვის პოლიციის უფროსად გააგრძელებს.

თბილისის მერს ამჟამად სამი მოადგილე ჰყავს. ვიცე-მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე იკავებს, ხოლო მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და მაია ბითაძე არიან.

ინტერპრესნიუსი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."