უმარ იდიგოვი - აჰმედ ჩატაევი საქართველოსთვის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი გაეკეთებინა

უმარ იდიგოვი - აჰმედ ჩატაევი საქართველოსთვის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი გაეკეთებინა

"აჰმედ ჩატაევი საქართველოსთვის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი გაეკეთებინა. ალბათ ჩამოვიდა საქართველოში და იმედი ჰქონდა, რომ ნორმალური ცხოვრება ექნებოდა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა განაცხადა.

იდიგოვი დარწმუნებულია, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდამდე სურვილი ჰქონდა, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარში ჩატაევი გარეული არ ყოფილიყო. იგი დარწმუნებული იყო, რომ ჩატაევი საქართველოში ასეთ რამეს არ გააკეთებდა და ამის საფუძველიც არ ყოფილა.

"დაახლოებით ორი თვის წინ მე დამიკავშირდნენ ჩატაევის ახლობლები და მითხრეს, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა, მაგრამ მე ეს აღვიქვი, როგორც ხუმრობა. ვუპასუხე, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ჩატაევი ინტერპოლით ძებნაშია და ეს შეუძლებელია. საქართველოში თუ ჩამოვიდოდა, ეს საქართველოსთვის ცუდი იქნებოდა, რადგან საქართველო ფაქტობრივად ბეწვზე კიდია. ჩვენ ძალიან ბევრი მტერი გვყავს, რომლებიც ელოდებიან მცირე პროვოკაციას, რომ აქ რამე მოხდეს", – განაცხადა უმარ იდიგოვმა.

"კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველებს ამ პირებთან მოლაპარაკებები არ უწარმოებიათ. მისივე თქმით, მოლაპარაკებები რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად იპოვნიდა საერთო ენას ჩეჩნებთან.

"არ არსებობს, რომ მე ვერ ვიპოვო საერთო ენა ჩეჩნებთან. ეს აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა და მათი გათავისუფლებაც საშუალება იქნებოდა, არ მომხდარიყო ეს ტრაგედია. ისინი არ აპირებდნენ არაფერი ცუდის გაკეთებას საქართველოში. ამაში დარწმუნებული ვარ. ხშირად ვსაუბრობდი ამაზე. ცხრასართულიან კორპუსში ბევრი მშვიდობიანი მოსახლე ცხოვრობს. მათ შეეძლოთ მშვიდობიანი მოსახლეობა მძევლებად აეყვანათ და ულტიმატუმი წამოეყენებინათ. ეს არ მომხდარა. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ისინი არ იყვნენ ტერორისტები. მე არ მგონია ისინი ისეთი მოუმზადებლები ყოფილიყვნენ, რომ ეს არ შეეძლოთ. შეცდომა იყო ის, რომ ჩვენმა სამართალდამცველმა ორგანოებმა არ მისცეს საშუალება ადამიანებს, მოლაპარაკება ყოფილიყო ამ ხალხთან. ეს რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა მათთან მოლაპარაკება. არ ვიცი, რატომ არ გააკეთეს ეს", – განაცხადა უმარ იდიგოვმა.

იდიგოვმა სპეოპერაციის დროს მოკლულთა ცხედრების საკითხზეც ისაუბრა. "მთავრობასთან გვქონდა საუბარი, რომ არანაირი მოთხოვნა ცხედრების გადაცემაზე არ იქნება. გამოძიება აჩვენებს, ვინ ვინ არის. დაველოდოთ გამოძიებას და მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. გარდაცვლილთა ცხედრები ვის რაღაში სჭირდება", – განაცხადა "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" ხელმძღვანელმა.

იდიგოვისთვის უცნობია, ვინ იყო ჩატაევან ერთად სპეცოპერაციისას მოკლული ორი პირი. მისივე თქმით, იცის, რომ ორი დაღესტნელი იყო, თუმცა ზუსტი მონაცემები არ აქვს.

იხილეთ ვიდეო: "დარწმუნებული ვარ, რომ ჩატაევი საქართველოში ცუდს არაფერს გააკეთებდა" - უმარ იდიგოვი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ