როგორ უნდა უმკურნალოთ კუჭის წყლულს - გასტროენტეროლოგი გირჩევთ

როგორ უნდა უმკურნალოთ კუჭის წყლულს - გასტროენტეროლოგი გირჩევთ

წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა (თუ არ ჩავთვლით მწვავე ნაწლავურ ინფექციებს და ისეთი შხამით მოწამვლას, რომელსაც კუჭ-ნაწლავში წყლულის წარმოქმნა შეუძლია), რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს. იმის შესახებ, რას წარმოადგენს წყლულოვანი დაავადება და როგორ მკურნალობენ მას დღეს, გვესაუბრება სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი, ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე.

- ბატონო ირაკლი, რა არის წყლულოვანი დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის დღეს?

- კუჭ-ნაწლავის დაავადებების, მათ შორის - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სიხშირე საქართველოში ყოველთვის იქცევდა სპეციალისტთა ყურადღებას, რადგან მათ განვითარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად დიდ როლს ასრულებდა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების თავისებურებებიც. ბოლო ხანს თვალნათლივ შეიმჩნევა არასასურველი ტენდენცია - აღნიშნული პათოლოგიის განვითარება ახალგაზრდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვობის ასაკშიც კი, რაც წინათ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.

ჩემი აზრით, ეს ისევ და ისევ ცხოვრების არასწორ რეჟიმსა და კვებას უნდა მივაწეროთ. ტერმინი "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება" რუსულენოვან ლიტერატურაში გამოიყენება. ინგლისურენოვან ლიტერატურაში მისი სინონიმი გახლავთ ცნება "პეპტიური წყლული", რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა იმ ჯგუფს გულისხმობს, რომელსაც ლორწოვან გარსში დესტრუქციული კერების წარმოქმნა ახასიათებს. წყლულის დიამეტრი ვარირებს - 5მმ-დან ზევით. პეპტიური წყლული უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმულ ნაწილში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად - საყლაპავის დისტალურ ნაწილსა და წვრილ ნაწლავში. ის აქვს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული კუჭის წყლულზე ხშირია და უფრო ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება. 20-დან 50 წლამდე ასაკში მამაკაცებს ეს დაავადება ქალებზე ხშირად ემართებათ, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ სხვაობა მცირდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა ხშირი რეციდივებით, რომლებიც, წესისამებრ, ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე ვლინდება.

- რა განსხვავებაა ეროზიასა და წყლულს შორის?

- წყლული ლორწოვანის გაცილებით ღრმა დეფექტია და კუნთოვან შრემდე ვრცელდება. ეროზია ხშირად წყლულის წინამორბედ სტადიას და პაციენტისთვის ერთგვარ გაფრთხილებასაც წარმოადგენს.

- რა შეიძლება იყოს წყლულის განვითარების მიზეზები?

- ბოლო დრომდე პეპტიურ წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების ფონზე მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების შედეგად ვითარდებოდა. ითვლებოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიური წყლული პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა და პერიოდულად მწვავდებოდა. სადღეისოდ ეს შეხედულება რამდენადმე შეიცვალა. თანამედროვე გასტროენტეროლოგია პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას Hელყცობაცტერ პყლორი-სა და მედიკამენტურ (უწინარეს ყოვლისა - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის) ფაქტორს ანიჭებს. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. თამბაქო პანკრეასზე მოქმედებს, რის შედეგადაც ბიკარბონატების სეკრეცია ანუ ზედმეტი მჟავას ნეიტრალიზაცია სრულფასოვნად ვეღარ ხორციელდება. რიგ შემთხვევაში პეპტიური წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ დაავადების აღმოცენების ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:

  • სხვადასხვა მუკოტროპული (ლორწოვანის დამაზიანებელი) ვირუსით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება;
  • ფსიქოლოგიური სტრესი;
  • კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი;
  • გენეტიკური მიდრეკილება (ძალიან ხშირია მშობლისგან შვილისთვის კუჭის მომატებული მჟავიანობისადმი მიდრეკილების გადაცემა)  განაგრძეთ კითხვა

"საჭიროა კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვებისა და მკაცრი ზომების შემსუბუქება" - მიტროპოლიტი ანდრია 4 მიზეზს ასახელებს

"ჩატარდა ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების ანალიზი..." - თენგიზ ცერცვაძე კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ქუთაისისკენ ავტომობილებით მსვლელობას მართავენ