ავტორი:

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ქუთაისისკენ ავტომობილებით მსვლელობას მართავენ

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ქუთაისისკენ ავტომობილებით მსვლელობას მართავენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები "გუმათჰესის" მიმდებარე ტერიტორიიდან ქუთაისისკენ მანქანებით მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები უწყვეტი სიგნალებით მოქალაქეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები ხეობაში შესვლის უფლებას და ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, ავტომობილებით მივლენ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, რის შემდეგაც კვლავ "გუმათჰესთან" იმ ტერიტორიაზე დაბრუნდებიან, სადაც კარვებია გაშლილი.

ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილი „გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ისინი საპროტესტო აქციას აგრძელებენ.

ადგილზე კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში მიმდინარე "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე? - ვარლამ გოლეთიანი პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, ღამე იქ გაათენონ

"დიდი მოცულობის მიწის მასა მოიხსნა... რისკები შემცირებულია" - კიდევ რა სამუშაოები ჩატარდა მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყერსაშიშ ფერდობზე?

"შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო?