შს მინისტრი ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიების პირველად მონაცემებზე საუბრობს

შს მინისტრი ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიების პირველად მონაცემებზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.

ასე უპასუხა გახარიამ კითხვას იმის შესახებ, გადმოკვეთეს თუ არა აღნიშნულმა პირებმა საზღვარი, თუ ქვეყანაში შემოვიდნენ საზღვრის გვერდის ავლით.

"ყველა დეტალი და ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და შესაბამისად, გექნებათ ყველა პასუხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფლობდა თუ არა მინისტრი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციისას მოკლულ ერთ-ერთ პირს ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების იარაღი, გახარიამ უპასუხა, რომ "ამის შესახებ პირველად ესმის".

"ასეთი ვერსიები შეიძლება ბევრი გავრცელდეს. ვიმეორებ, მთავარი ამოცანაა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს. მე ვფიქრობ, ბევრი კითხვა იყო, ბევრს პასუხი გაეცა და ახლა გამოძიება არის აქტიურ ფაზაში შესული. დაველოდოთ", - აღნიშნა შს მინისტრმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ