ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლის მკვლელობის და დაჭრის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, მოხდა თუ არა იმ სკოლების დირექტორების და პერსონალის გამოკითხვა, რომლის მოსწავლეებიც აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილეობდნენ.
„ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით“, - განაცხადეს შსს-ში.
გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.