ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტზე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

ამასთან, შსს-მ გუშინ მომხდარ ფაქტზე უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

როგორც ცნობილია, გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი გუშინ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ