სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის ბიჭის პროცესი დღეს გაიმართება

სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის ბიჭის პროცესი დღეს გაიმართება

ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯლებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართოში 12:30 საათზე დაინიშნა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს. სამართალდამცველებმა შემთხვევა მეორე დღესვე გახსნეს. პოლიციამ ერთი მოზარდი, რომელიც პირველი ექსპერიმენტულის მოსწავლეა, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო მეორე მოზარდის დაკავების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ