შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მოსწავლეების მშობელი დააკავა

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მოსწავლეების მშობელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ 3 პირი დააკავა. უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში დაკავებულები ინიციალებით არიან მოხსენიებულნი, თუმცა შსს-ს ამჟამინდელი და პროკურატურის გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვევა, რა კავშირია დაკავებულებსა და ჩხუბის მონაწილეებს შორის.

დაკავებულ სამ პირს შორის ერთ-ერთი ორი მოსწავლის მშობელია. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, თ.კ-ს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

როგორც ცნობილია, N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს და უფროსკლასელებს შორის, კონფლიქტი საპირფარეშოში დაიწყო. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მომხდარის შემდეგ ა.ს.-მ, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს - მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.

იხილეთ ვიდეო: ხორავას ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

სწორედ მ.კ.-ს მშობელი, თ.კ.-ა დაკავებული დანაშაულის დაფარვისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ (მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც მიმალვაშია) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება თ.კ.-ს არასრულწლოვან შვილებს, ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აღნიშნულის გარდა, გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის.

წაიკითხეთ: რა მოხდა 51-ე სკოლაში 1 დეკემბერს და რამ გამოიწვია მოსწავლეების დაპირისპირება - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ