შესაძლოა, პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს - პროკურორი

შესაძლოა, პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს - პროკურორი

არ გამოვრიცხავ, რომ პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორმა, სოსო ხუციშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, საქმეზე უამრავი პირია დაკითხული და მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, პროკურორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გამოძიების ინტერესებისა და არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით კომენტარებს ვერ გააკეთებს.

"მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პასუხისგებაში მისაცემ წევრთა რაოდენობა გაიზარდოს, ზოგიერთს კი სტატუსიც შეეცვალოს. ამ ეტაპზე სხვა კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია", - აღნიშნა პროკურორმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ