გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მსოფლიოს ჩემპიონატის მომავალი მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და ავსტრალიის ეროვნული გუნდები შეეჯიბრებიან, პროგნოზი გააკეთა. მერკელი თავისი ქვეყნის გუნდს ანგარიშით 2:0 გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.
ფეხბურთის გულშემატკივარმა ბუნდესკანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან სურს სამხრეთ აფრიკაში, გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ რომელიმე მატჩს დაესწროს, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა.
გერმანიის ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში ასპარეზობს, მეტოქეებად ავსტრალიის, განას და სერბიის ეროვნული გუნდები ჰყავს. თავის სასტარტო მატჩს ბუნდესნაკრები ავსტრალიელთა წინააღმდეგ 13 ივნისს, "დურბან სთედიუმზე" გამართავს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.