ყირგიზეთის ქალაქ ოშში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ყირგიზეთის ქალაქ ოშში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ყირგიზეთის ქალაქ ოშში სამხედრო ოპერაცია დაიწყო ყირგიზეთის ქალაქ ოშში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ქალაქში ისმის არტილერიის სროლის ხმა. სროლები და მრავალრიცხოვანი შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა რაიონშიც.

ოშის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით, ხელკეტებითა და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ადამიანები ავტომობილებით მოძრაობენ. ქალაქის ცენტრს ყირგიზი ახალგაზრდები აკონტროლებენ. ოშში ჰუმანიტარული მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, ზოგ რაიონში არ არის ელექტროენერგია. უკვე ორი დღეა, უსაფრთხოების მიზნით შეწყვეტილია გაზის მიწოდება, არ მუშაობს არც ერთი მაღაზია. ქალაქის შესასვლელებს მილიცია და ყირგიზი ახალგაზრდები, ცალკეულ რაიონებში კი, შესვლას უზბეკები აკონტროლებენ.

ოშის მხარეში უზბეკებსა და ყირგიზებს შორის ნაციონალურ საფუძველზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო, დღეს კი შეტაკებამ ბიშკეკშიც გადაინაცვლა.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 70-მდე ადამიანი. 600-ზე მეტი დაჭრილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ქვეყნის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ, რუსეთის პრემიერ ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო ძალების გაგზავნა სთხოვა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?