23 წლის პორნომსახიობმა, რომლის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, 5 დღის წინ ჰომოფობიური პოსტი დაწერა

23 წლის პორნომსახიობმა, რომლის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, 5 დღის წინ ჰომოფობიური პოსტი დაწერა

23 წლის კანადელმა პორნომსახიობმა, რომელიც 6 დეკემბერს უცნობი მიზეზით გარდაიცვალა, 3 დეკემბერს ჰომოფობიური პოსტი დაწერა და სოციალური ქსელების მომხმარებლების თავდასხმის ობიექტი გახდა. მერსედეს გრაბოვსკიმ "ტვიტერზე" აღნიშნა, რომ არ ექნებოდა სექსი მამაკაცებთან, ვისაც გეიპორნოში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

მისი განცხადება სოცქსელის უამრავმა მომხმარებელმა გააკრიტიკა. ერთ-ერთმა მათგანმა კი მსახიობს ურჩია, ციანიდის აბი მიეღო.

"გოგონების უმეტესობა არ მონაწილეობს ვიდეოებში მამაკაცთან, რომელიც გეიპორნოშია გადაღებული. ჩემი სხეულია და როგორც მინდა, ისე მოვიქცევი. გულწრფელად ვწუხვარ, თუ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე," - დაწერა მოგვიანებით გრაბოვსკიმ.

სოცქსელების მომხმარებლებმა მსახიობის შეურაცხმყოფელი მემეები შექმნეს, დაწერეს უამრავი პოსტი.

გრაბოვსკის ასობით პორნოგრაფიულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"ლამაზი სიცოცხლე დასრულდა იმიტომ, რომ ადამიანებს უყვართ სხვების ბულინგი. ძალადობის მიზეზი კი მხოლოდ ის არის ხოლმე, რომ თქვენი აზრი მისას არ ემთხვევა," - დაწერა ჩარლი შინის ყოფილმა საცოლემ ბრეტ როსიმ, რომელიც გრაბოვსკისთან მეგობრობდა.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ