სამხრეთ ოსეთი მოსახლეობისგან იცლება

სამხრეთ ოსეთი მოსახლეობისგან იცლება

კრიზისთა მოწესრიგების საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფმა "სამხრეთ ოსეთი. აღიარების ტვირთი" გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ასახულია რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და პოლიტიკური ვითარება.

ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობდა კონფლიქტის ყველა მხარესთან, ოფიციალურ სტრუქტურებთან, ადგილობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და მოსახლეობასთან, აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში, პირველ რიგში,  ჰუმანიტარული პრობლემებია მოსაგვარებელი. წინააღმდეგ შემთხვევში, არსებობს საშიშროება, რომ რეგიონი მოსახლეობისგან დაიცალოს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ რეგიონი, სადაც ოჯახების უმეტესობა ეთნიკურად შერეულია, საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან მოწყვეტილია. ომის შემდგომ ადმინისტრაციული საზღვრის მონაკვეთი ჩაკეტილი აღმოჩნდა, ხოლო მისი გადაკვეთის პირობები  ადგილობრივების დიდი ნაწილისთვის გაურკვეველია. გადაადგელების ნებართვას მეტწილად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები სურვილისამებრ, ადგილზე გასცემენ.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ტრადიციული ნათესაური და ეკონომიკური კავშირები რეგიონში შენარჩუნებულია და ყოველდღიურად ასობით ადამიანი საზღვრის გადაკვეთით საკუთარ სიცოცხლესა და თავისუფლებას რისკის ქვეშ აყენებს. ორგანიზაცია ყველა მხარეს მოუწოდებს, პირველ რიგში, ადგილობრივთა უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს.

მომზადებულია newsgeorgia.ru-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?