გაიცანით პოლიციელები, რომლებიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვიან

გაიცანით პოლიციელები, რომლებიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვიან

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 პოლიციელი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორს, მაია ფელიშვილს, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს: ვლადიმერ ადამიას, ნინო დუმბაძეს, კახა ტაბატაძეს და პაატა მოსულიშვილს ღირსების ორდენები გადაეცათ.

მაია ფელიშვილი - ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ გამომძიებელი

მაია ფელიშვილი 10 წელია პოლიციაში მუშაობს. მისი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ოჯახში ძალადობასა და არასრუწლოვანთა საკითხებს უკავშირდება. მაია ფელიშვილს ამ თემებზე არაერთი სწავლება აქვს გავლილი, სისტემატურად მონაწილეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგებში, რომლებიც გაეროს ერთობლივი პროგრამის - "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. იგი, ასევე, აქტიურადაა ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-სოციალურ კამპანიაში - "ძალა ნდობას".

პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე, შსს-ს აკადემიაში სწავლის დროს, ოჯახში ძალადობის კურსის გავლისას აღმოაჩინა, რომ დახმარება თურმე თავადაც სჭირდებოდა. იგი 15 წელის განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი, რომელიც მოძალადე ქმრის სურვილის საწინააღმდეგოდ გადადგა, პოლიციაში მუშაობის დაწყება იყო. 2 თვეში კი მაია, შვილებთან ერთად, ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და მის მიმართ მეუღლის ძალადობას წერტილი დაუსვა.

მაია ფელიშვილმა პოლიციელის კარიერის დასაწყისშივე შეძლო ძალადობის მსხვერპლი ქალის დახმარება. მან დათრგუნული ქალბატონის ნდობა მოიპოვა, საკუთარი მაგალითი უამბო, გამოცდილება გაუზიარა და დაარწმუნა, სასამართლოში გაჰყოლოდა. სასამართლომ მოძალადეს მეუღლესთან მასთან მიახლოება აუკრძალა, თუმცა მაიას კიდევ რამდენჯერმე დასჭირდა აღნიშნულ ოჯახურ კონფლიქტში ჩარევა. მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. დღეს ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი მშვიდად ცხოვრობს, სამსახურში თავისუფლად დადის. მაია ფელიშვილმა არაერთ ქალს გაუწია დახმარება. მათ სწორედ მისი მხარდაჭერით შეძლეს ძალადობრივი გარემოსთვის თავი დაეღწიათ. როგორც მაია აღნიშნავს, ძალადობის მსხვერპლებთან ურთიერთობისას პირადი გამოცდილება ძალიან დაეხმარა.

ვლადიმერ ადამია - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი

თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი ვლადიმერ ადამია ბოლო რამდენიმე წელია, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს. მას არაერთხელ მოუხდა ძალადობის მსხვერპლის დაცვა და მოძალადის დაკავება: რამდენიმე წლის წინ, თბილისში, ფონიჭალაში, მოქალაქემ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მეწყვილესთან ერთად მისულ პატრულ-ინსპექტორს - ვლადიმერ ადამიას შემდეგი სურათი დახვდა: ქალბატონი საძინებელში იყო ჩაკეტილი და ფანჯრიდან დახმარებას ითხოვდა, ხოლო მისი მეუღლე კარს ნაჯახით ამტვრევდა. ბინაში შესულმა პოლიციელებმა მამაკაცს მოუწოდეს, დაეგდო ნაჯახი და დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას. მამაკაცი მათ დაემორჩილა და ნაჯახი დააგდო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადგილზევე დააკავეს.

"112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ფონიჭალაში, ერთ-ერთ ოჯახში ოჯახური ძალადობა იყო. ზარი მეზობლისგან განხორციელდა. ადგილზე ოპერატიულად მისულ პოლიციელებს ბინიდან ყვირილი შემოესმათ. ბინაში შესვლისას დაინახეს იატაკზე დაგდებული ქალბატონი, რომელსაც მამაკაცი დაუნდობლად სცემდა. პატრულმა მოძალადე მამაკაცი დაუყოვნებლივ დააკავეს, ხოლო დაშავებული ქალბატონი, რომელსაც სხეულზე მოტეხილობები აღენიშნებოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოჯახური ძალადობს ფაქტზე ერთ-ერთი გამოძახების დროს, ადგილზე მისულ პოლიციელებს ბინაში დახვდათ მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს სცემდა. ბიჭი, დაახლოებით, 13 წლის იყო. როგორც გაირკვა, ოჯახში, ასევე, იმყოფებოდა 3 არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც შეშინებულები, ტანსაცმლის კარადაში იმალებოდნენ. პოლიციამ მოძალადე მამა ადგილზე დააკავა.

ნინო დუმბაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი

2013 წლის აპრილის თვეში, "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, მარუხის ქუჩაზე, ოჯახური ძალადობის ფაქტი იყო. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნინო დუმბაძე, მეწყვილესთან ერთად, მითითებულ მისამართზე შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში მივიდა. ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ შეტყობინების ინიციატორი ქალბატონი, რომელზეც მეუღლე ფიზიკურად ძალადობდა. მამაკაცი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა აგრესიული ქმედება, პატრულ-ინსპექტორებს წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელებმა მოძალადე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პაატა მოსულიშვილი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მე-13 სართულზე ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო. წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - კახა ტაბატაძემ და პაატა მოსულიშვილმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. კორპუსის სადარბაზოში, საცხოვრებელი ბინის შესასვლელში მათ შეიარაღებული მამაკაცი დახვდათ, რომელიც ყოფილ მეუღლეზე ძალადობდა. სამართალდამცველებმა მას მოუწოდეს, დაეგდო იარაღი და დამორჩილებოდა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, მაგრამ მან ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სახის არეში დაჭრა, შემდეგ კი პატრულ-ინსპექტორების მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ სხეულის დაზიანება მიიღო. ბ.ბ. და დაჭრილი ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კახა ტაბატაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მე-13 სართულზე ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო. წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - კახა ტაბატაძემ და პაატა მოსულიშვილმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. კორპუსის სადარბაზოში, საცხოვრებელი ბინის შესასვლელში მათ შეიარაღებული მამაკაცი დახვდათ, რომელიც ყოფილ მეუღლეზე ძალადობდა. სამართალდამცველებმა მას მოუწოდეს, დაეგდო იარაღი და დამორჩილებოდა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, მაგრამ მან ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სახის არეში დაჭრა, შემდეგ კი პატრულ-ინსპექტორების მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ სხეულის დაზიანება მიიღო. ბ.ბ. და დაჭრილი ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ისტორიებს პოლიციელების შესახებ, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან ოჯახურ ძალადობას, შსს ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ