9 თვეში საქართველოში 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - გაეცანით ლიდერთა სამეულს

9 თვეში საქართველოში 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - გაეცანით ლიდერთა სამეულს

2017 წლის 9 თვეში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9 %-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2017 წლის III კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის III კვარტალში 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის

III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6 პროცენტით მეტია.

მიმდინარე წლის I-III კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის III კვარტალში უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 25.9 პროცენტით, მეორე ადგილზე - თურქეთი 23.3 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფო - 10.7 პროცენტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის III კვარტალში 61.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 177.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 116.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 72.3 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, 2017 წლის დაზუსტებული მონაცემები 2018 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."