14 ივნისიდან ახალგორის რუსულ საგუშაგოზე მხოლოდ ახალგორში ჩაწერილ პირებს გაატარებენ

14 ივნისიდან ახალგორის რუსულ საგუშაგოზე მხოლოდ ახალგორში ჩაწერილ პირებს გაატარებენ

დღეიდან ახალგორის რუსულ საგუშაგოზე მხოლოდ ახალგორში ჩაწერილ პირებს გაატარებენ დღეიდან ახალგორის რუსულ საგუშაგოზე მხოლოდ იმ მოქალაქეებს გაატარებენ, რომელბიც ახალგორში არიან ჩაწერილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.

"თუ ახალგორში არ ხარ ჩაწერილი და შესაბამისი ცნობა არ გაქვს, საგუშაგოზე არავის ატარებენ. ამის მიზეზად რუსი ოკუპანტები საზღვარზე შექმნილ ქაოსს ასახელებენ", - აღნიშნეს ახალგორელებმა.

მათივე ინფორმაციით, პრობლემები იქმნება ქართული პოლიციის საგუშაგოზეც, სამშენებლო და სარემონტო მასალების გატარებისას.

ბოლო დრომდე რუსული საგუშაგოს გავლით ახალგორში შესვლა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, თუ მას რუსულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული პირადობის მოწმობის ასლები ექნებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?