ყირგიზეთში დაღუპულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

ყირგიზეთში დაღუპულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

ყირგიზეთში დაღუპულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა ყირგიზეთში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით იუწყება.

ოშში უზბეკებთან დაპირისპირებები სამი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება.

ყირგიზები და უზბეკები წვავენ ავტომანქანებს, ძარცვავენ მაღაზიებს, ბაზრებსა და საცხოვრებელ სახლებს.

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოებს დახმარებისთვის 1 485 ადამიანმა მიმართა, მათგან 779 ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 602 ამბოლატორული დახმარება აღმოუჩინეს.

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ოშში, ოშშის ოლქის რაიონებში, ქალაქ ჯალალ-აბადსა და ჯალალ-აბადის ოლქში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?