ავსტრალიაში კათოლიკე მღვდლებმა 4 444 ბავშვი სექსუალურად შეავიწროეს

ავსტრალიაში კათოლიკე მღვდლებმა 4 444 ბავშვი სექსუალურად შეავიწროეს

ბოლო 35 წლის მანძილზე ავსტრალიაში სასულიერო პირებისგან სხვადასხვა სახის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 4 444 ბავშვი გახდა. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია მასშტაბური გამოძიების დასკვნაში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ეკლესიის გარდა ბავშვებზე მოძალადე არაერთი ინსტიტუცია გამოვლინდა. საგამოძიებო კომისიამ უამრავი რეკომენდაცია შეიმუშავა, აქედან 20 - კათოლიკური ეკლესიისთვის.

"უნდა ვაღიაროთ, რომ არაერთი თაობის ბავშვებზე ძალადობდნენ სხვადასხვა ინსტიტუციები, ეს ეროვნული ტრაგედიაა," - ნათქვამია დასკვნაში.

კომისია კათოლიკურ ეკლესიას სთხოვს, მღვდლისთვის დაუქორწინებლობა სავალდებულო არ იყოს.

გამოძიება ქვეყანაში რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა. გარდა ეკლესიისა, ბავშვებს სექსუალურად ავიწროებდნენ ახალგაზრდულ ჯგუფებში, მზრუნველობამოკლებულთა სახლებში და სკოლებში.

2017 წლის თებერვალში კომისიამ განაცხადა, რომ ავსტრალიელი მღვდლების 7% ბავშვებზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი. ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

BBC-ს ინფორმაციით, მღვდლების მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გოგონების საშუალო ასაკი 10.5, ბიჭების კი - 11. 5 წელია.

წყაროები : CNN, BBC

ხალხით გადაჭედილი სანაპიროები და პარკები - რა ხდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც COVID-19-ს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ - როგორ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდსიტუაცია

ფაშინიანი კორონავირუსს და სარგსიანის დროინდელ მაფიოზებს ერთდროულად ებრძვის - რას ყვებიან სომხები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე