შოკისმომგვრელი საჩუქარი - ჯორჯ კლუნისგან მისმა მეგობრებმა თითო მილიონი დოლარი მიიღეს

შოკისმომგვრელი საჩუქარი - ჯორჯ კლუნისგან მისმა მეგობრებმა თითო მილიონი დოლარი მიიღეს

ჰოლივუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ დახმარებისთვის მადლობის ნიშნად 14 მეგობარს თითო მლნ დოლარი აჩუქა.

სინდი კროუფორდის ქმრის, რენდი გერბერის თქმით, რომელიც კლუნის ძალიან ახლო მეგობარია, ჯორჯისგან სოლიდური თანხა საჩუქრად 2013 წელს მიიღო.

"ჯორჯმა დაგვირეკა მეგობრებს, შეგვკრიბა და გვთხოვა, მოგვენიშნა 2013 წლის 27 სექტემბერი. გვითხრა, რომ ყველა უნდა მივსულიყავით მასთან სავახშმოდ," - ამბობს გერბერი.

კლუნისთან მისულებს კი, მაგიდის გარშემო, სადაც ვახშამი უკვე მზად იყო, ჩემოდნები დახვდათ.

"მინდოდა, გცოდნოდათ, რამდენად მნიშველოვანი ადამიანები ხართ ჩემთვის და რამხელა მნიშვნელობა გაქვთ ჩემს ცხოვრებაში... როდესაც ჩამოვედი ლოს-ანჯელესში, რიგ-რიგობით მეძინა თქვენს სახლებში. ძალიან გამიმართლა, რომ თქვენ მყავხართ და თქვენს გარეშე ვერაფერს მივაღწევდი," - უთხრა მეგობრებს კლუნიმ.

ჩემოდნების გახსნის შემდეგ კი თითოეულმა მათგანმა 1 მლნ დოლარი აღმოაჩინა. "თოთხმეტივემ თითო მილიონი დოლარი მივიღეთ! ყველა ჩვენგანმა! შოკში ვიყავით!", - ჰყვება გერბერი.

მისივე თქმით, კლუნიმ მეგობრებს უთხრა, რომ ბევრჯერ ჰქონიათ რთული პერიოდები.

"ბევრ თქვენგანს ახლაც აქვს პრობლემები. არ მინდა, ფიქრობდეთ შვილებზე, სკოლაზე, სხვა ფინანსურ საჭიროებებზე..." - უთხრა მსახიობმა მეგობრებს. გარდა ასეთი სოლიდური საჩუქრისა, კლუნიმ მათი მთელი წლის გადასახადებიც დაფარა.

წყარო bbc.co.uk

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გელა ჯანელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"

ქართველების წარმატება ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე - ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში, ტატო გრიგალაშვილი კი ფინალშია