ზურა შევარდნაძე ქალიშვილის მამა გახდა

ზურა შევარდნაძე ქალიშვილის მამა გახდა

ცნობილი მებაღე, "გარდენიას" მფლობელი ზურა შევარდნაძე მამა გახდა. გოგონა გუშინ დაიბადა და შევარდნაძისთვის ის პირველი შვილია. მებაღემ ქალიშვილს ესმა დაარქვა. ახალბედა მამა მილოცვებს მეგობრებისგან სოციალურ ქსელშიც იღებს:

"ზურიკო, ახალი ცხოვრება იწყება! შენი განსაკუთრებული ყვავილი გეყოლება აწი... გილოცავ, გამიხარდა. ბედნიერება, სიყვარული და კარგი ადამიანები არ მოკლებოდნენ ცხოვრებაში"

"რა ამბავი გავიგე ზურა! რა ბედნიერებაა პატარა გოგო დაბადებულა! გილოცავ და იცოდე ხელში რომ დაიჭერ, მიხვდები ბედნიერება რაც არის" - ასე ულოცავენ მეგობრები შევარდნაძეს ქალიშვილის დაბადებას. "უკვე გაგვავსო სიხარულით და სიყვარულით..." - წერს ზურა შევარდნაძე კომენტარების საპასუხოდ.

"თუ ბევრი გახდება ავად კორონავირუსით, სამწუხაროდ, ბევრი გარდაიცვლება" - პაატა იმნაძე

თავშეყრა ღია სივრცის ღამის კლუბებშიც აიკრძალა

"ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: "ნუ გეშინია, არ არსებობს კორონაო" - რას წერს პარლამენტარის მეუღლე?