იაკობაშვილი - რაც ყირგიზეთში ხდება, ცხინვალში ქართველების ეთნოწმენდის გაგრძელებაა

იაკობაშვილი - რაც ყირგიზეთში ხდება, ცხინვალში ქართველების ეთნოწმენდის გაგრძელებაა

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თემურ იაკობაშვილს მიაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დროზე უნდა მოახდინოს რეაგირება რუსეთის მიერ ცხინვალში ჩატარებული ქართველების ეთნოწმენდაზე.

ამის შესახებ თემურ იაკობაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"რაც ხდება ყირგიზეთში უზბეკების წინააღმდეგ, არის ცხინვალში ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნოწმენდის გაგრძელება. ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობა დაუშვებს ერთ ადგილას რუსეთის ამგვარ ქმედებებს, რუსეთი იმავეს გააკეთებს სხვა ადგილზე; ამიტომ აუცილებელია, რომ დროულად მოხდეს რუსეთის ამგვარ ქმედებებზე მკაცრი რეაგირება", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახლემწიფო სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?